суббота, 14 ноября 2009 г.
вторник, 10 ноября 2009 г.
ხ უ მ რ ო ბ ე ნ
მეთერთმეტე საჯარო სკოლის მოსწალეები
ანეკდოტები და კურიოზები მოიძიეს მოსწავლეებმა: ბარაბაძე ვასო, გობეჩია გიორგი, ფიფია თეონა, ცანავა თეონა, არქანია სალომე, ლემონჯავა თამარი
ანეკდოტები
ვალიკომ ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:
- რაზე გყავს გაზრდილიო?
- სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.
- რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, - პასუხობს კლიენტი.
მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.
- რა ვიცი, შვილო, ქატო და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო...
- მაგის ხორცი არ ივარგებს, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.
მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა ვალიკომ ამჯერად ასე უპასუხა:
- რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო...
ნარკომანები ბირჟაზე დგანან. გამოიარა ზანგმა.
- ეს ვინ არი, ტო? - იკითხა ერთმა.
- ეს სომალელი ლტოლვილია! - დაასკვნა მეორემ.
- ვა, სომალიც დავკარგეთ?! - გადაირია მესამე.
- თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.
რაჭველი ექიმს საყვედურობს:
- ექიმო, თქვენ რომ ღამით ჭამა ამიკრძალეთ, მაგიტომ გავცივდი.
- მერე ეგ რა შუაშია?
დიდი ხნის უნახავმა თანასოფლელმა გურულებმა ერთმანეთი მოიკითხეს. ერთმა შესჩივლა მეორეს, - მესამედ გავიკეთე კუჭის ოპერაცია, იმდენი ფული დავხარჯე და ძლივს გადავრჩიო!
მეორემ უპასუხა: - შე კაი კაცო, შენც რას ჩააცივდი ამ კუჭს, ყველა ბრმა ნაწლავის ოპერაციას იკეთებს, შედარებით იაფიც ჯდება და კარგად არიანო.
სვანს ციხეში წერილი მიუვა გახსნის - ცარიელია...
-- აუ სახლში კიდევ არ მელაპარაკებიან--ამბობს ნაღვლიანად
მეგრელს უთხრეს გურულს კიბო აქვსო ხოხ, საწყალი კიბო.. შეიცხადა მეგრელმა
სვანი რესტორანში დაიწყებს მუშაობას. აუხსნიან, რომ კლიენტმა რაც არ უნდა მოითხოვოს, ყველაფერი უნდა მიუტანოს. ერთხელაც ერთი კლიენტი შეუკვეთავს:
-ტვინი მომიტანე კეცზე!
-ეე, მერე მე?
გურულს ეკითხებიან:
-სულელი როგორაა თქვენ ენაზე?
-აბდალი.
-ჭკვიანი?
-მაგფერი არ გვყვავს ჩვენ.
რომელია ყველაზე ადვილი ენა?
სვანური!
რატომ?
იმიტომ რომ სვანებიც კი სწავლობენ
გურული შედის ეკლესიაში და ასე ლოცულობს:
რო ხარ, ქე ვიცი. რაფრა ვარ, ქე იცი.
აპა, შენ იცი!
სვანი ცოლად რექსონას მოიყვანს არასოდეს მიღალატებსო.
მეგრელი დიდ სამამულო ომშია. მოხრიგინებს გერმანელების ტანკი. ესვრიან, ვერ აფეთქებენ. ერთი შანსია: ვინმემ ყუმბარები შემოირტყას წელზე და შეუვარდეს მუხლუხებში (იყო ასეთი მეთოდი გმირულად დაღუპვის).
- აბა ვის გიყვართ სამშობლო - მოუწოდებს მეთაური - შეუხტით ტანკს!
მსურველები რაღაც არ სჩანან. მეთაური გამწარებული დარბის:
- რას გავს ეს, არავის არ გიყვართ სამშობლო?
შეეჩეხა მეგრელს:
- შენ, არ გიყვარს სამშობლო?
- როგორ არ მიყვარს სამშობლო - შეიცხადა მეგრელმა.
- მერე შემოირტყი ყუმბარები და შეუხტი ამ ტანკს, ხომ ხედავ შენს მეტს არავის უყვარს სამშობლო!
- მე კი შევუხტები, მარა მერე ვის ეყვარება სამშობლო?